"ლიკას ბავშვი შეუნარჩუნდა... ბაჩო დედისერთა იყო, სასწრაფოს მანქანაში გონზე ყოფილა, მერე დაღუპულა" - რას ჰყვებიან აბაშაში დაღუპული 19 წლის ბიჭის ახლობლები
24 ოქტომბერს სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარ უმძიმესი ავარიას, 19 წლის ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილისსიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის მისი მეუღლე, ლიკა კუჭუხიძე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.
როგორც ცნობილია, წყვილი ახალდაქორწინებულები იყვნენ. მათი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, ამ ზაფხულს ჰქონდათ ქორწილი და ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, მაგრამ იმ დღეს მომხდარმა საშინელმა ავარიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. გლოვობს მთელი საქართველო. გლოვაა მათ მშობლიურ კუთხეში აბაშაში, საიდანაც იყვნენ ახალგაზრდები.
შაბათს მიაბარებენ მიწას ბაჩო ლასარეიშვილს. მისი ფეხმძიმე მეუღლის გადარჩენისთვის კი მთელი საქართველო ლოცულობს. პარაკლისები იმართება ტაძარში და უამრავი ადამიანი მუხლმოდრეკილი სთხოვს უფალს მის გადარჩენას.როგორც ირკვევა, მეორე დღეს ბაჩო ლასარეიშვილი მეგობრის ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო და ამიტომ მანქანა მას უკვე საქორწინოდ მოწყობილი ჰქონდა, თუმცა ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მანქანაში იმყოფებოდა ბაჩო ლასარეიშვილის ბიძაც, რომელიც ასევე კლინიკაშია მოთავსებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით.განაგრძეთ კითხვა...