loader

რა თქვა ნინო დათაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა ნინო დათაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ?

საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმაში ბრალდებული მასწავლებელი ნინო დათაშვილი თავისუფალია. მან რუსთავის მე-5 ქალთა საპატიმრო დატოვა.

ცნობისთვის, ბრალდებულ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, სასამართლომ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე, უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს შეცვალა და 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.