ვინ არიან ბავშვები, რომლებმაც 53-ე სკოლის საპროტესტო ბოლო ზარი მოაწყვეს
53-ე სკოლაში გამოხატული პროტესტი სკოლის კედლებს გასცდა - პროტესტი, რომელიც მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა დირექტორის და სკოლაში დამყარებული პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ გამოხატეს. ვიდეოს, რომელიც "ბოლო ზარზე" მონიტორზე მოულოდნელად გაუშვეს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სკოლის დირექტორმა ტარას შავშიშვილმა ტელევიზიებთან განაცხადა, რომ ვიდეო მოსწავლეებმა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გააკეთეს და რომ ეს უბრალო ხუმრობა იყო.
თავად ამბობენ, რომ ვიდეოს არსებობის შესახებ არავინ იცოდა - არც მასწავლებელმა და მით უმეტეს, დირექტორმა.
კლასის უმრავლესობამ სკოლა სწავლის დასრულებამდე, ბოლო სემესტრში დატოვა.
საატესტატო გამოცდები თითოეულმა მათგანმა ჩააბარა. წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტობა ელით.