loader

"მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ნა­თელ­მი­რო­ნო­ბაც აკავ­ში­რებ­დათ, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა უკი­დუ­რე­სად მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც გა­ირ­კვა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ფილ ცოლ­თან მოკ­ლულს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და" - კახეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ნა­თელ­მი­რო­ნო­ბაც აკავ­ში­რებ­დათ, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა უკი­დუ­რე­სად მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც გა­ირ­კვა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ფილ ცოლ­თან მოკ­ლულს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და" - კახეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

29 ოქ­ტომ­ბერს გვი­ან ღა­მით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ანა­გა­ში. მა­მა­კაც­მა მე­გო­ბა­რი მოკ­ლა, ყო­ფი­ლი ცოლი კი დაჭ­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე 43 წლის ზურა ზუ­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ღ. და 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.კ . დაჭ­რა, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად, თ.ღ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ნ.კ. -ს კლი­ნი­კა­ში სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ზ.ზ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - სა­ნა­დი­რო თოფი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 19-109-ე მუხ­ლის „კ“ და „ლ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი თე­მურ (დე­მურ) ღვე­დაშ­ვი­ლია, დაჭ­რი­ლი ქალი კი ნა­თია კან­დე­ლა­კიშ­ვი­ლი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ნა­თელ­მი­რო­ნო­ბაც აკავ­ში­რებ­დათ. ღვე­დაშ­ვი­ლი ცი­ხი­დან რამ­დე­ნი­მე დღის გა­მო­სუ­ლი იყო.

ის და დაჭ­რი­ლი ქალი ბოლო რამ­დე­ნი­მე პე­რი­ოდ­ში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, მას მერე, რაც მა­მა­კა­ცი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ახ­ლობ­ლის თქმით, კან­დე­ლა­კიშ­ვი­ლი და ზუ­რაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

"ბრალ­დე­ბუ­ლი და მოკ­ლუ­ლი მე­გობ­რობ­დნენ, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა უკი­დუ­რე­სად მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც გა­ირ­კვა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ფილ ცოლ­თან მოკ­ლულს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და".

და­ნა­შა­უ­ლი მოკ­ლუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მოხ­და. "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ზუ­რაშ­ვი­ლი ღვე­დაშ­ვილ­თან მი­ვი­და, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეზო­ში შეხ­ვდნენ, ად­გილ­ზე იყო ნა­თია კან­დე­ლა­კიშ­ვი­ლიც. რამ­დე­ნი­მე წუ­თი­ა­ნი სა­უბ­რის შემ­დეგ 43 წლის მა­მა­კაც­მა გულ-მკერ­დის არე­ში ჯერ მე­გო­ბარს ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი ყო­ფი­ლი ცოლი დაჭ­რა.

AMBEBI.GE-ს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უყ­ვე­ბი­ან, რომ მოკ­ლუ­ლი კაცი სხვა საქ­მე­ზე პა­ტიმ­რო­ბა­ში თით­ქმის 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ციხე რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა, რის მე­რეც მან და და­კა­ვე­ბუ­ლის ყო­ფილ­მა ცოლ­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. განაგრძეთ კითხვა