loader

"მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს, მისი მირთმევიდან პირველადი სიმპტომია ღებინება" - ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს, მისი მირთმევიდან პირველადი სიმპტომია ღებინება" - ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

როგორ დავადგინოთ სოკო საკვებად ვარგისია თუ არა - კითხვა, რომელიც ათეულობით წლებია, სოკოს მოყვარულებს აწუხებს. სოკოს შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში საკმაოდ მწირი იყო, აქედან გამომდინარე შეიქმნა უამრავი მითი.

გავრცელებულ ხალხურ მითებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია უსაფრთხოების ვერც ხილ კოვზით, ხახვითა და ნივრით დადგენაა. ჩვენ დავინტერესდით რამდენად რეალურია მისი ვარგისიანობის ამ მეთოდებით გარკვევა.

პირველ შემთხვევაში ვერცხლის კოვზი, ფერს სოკოში შემავალი გოგირდის გამო იცვლის, რაც საერთოდ არ გამოდგება ზოგად წესად, რადგან ექსპერტების თქმით, არსებობს კონკრეტული სოკოს სახეობა, რომელიც შხამიანია, თუმცა გოგირდს არ შეიცვას. რაც შეეხება ხახვსა და ნიორს, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. სოკოსთან ერთად მოხარშვის შემდეგ, ხახვი ყავისფერდება ნიორი კი ლურჯდება- რაც ფერმენტის ხარჯზე ხდება.

როგორც აღმოჩნდა, არ არსებობს ზოგადი წესები, რომლის მიხედვითაც ზუსტად განსაზღვრავთ პროდუქტის ვარგისიანობას. პროდუქტი რთულად მოსანელებელია, განსაკუთრებით მაშინ თუ მასში ბევრი ტოქსინებია. ზოგჯერ შემთხვევა ლეტალურადაც სრულდება. ამიტომ ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე მოქალაქეებს, ურჩევს პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მიმართონ კლინიკას.