რას წერს სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეუღლეზე? - "ახლა სად ხარ, ლაშიკო..."
"ახლა სად ხარ, ლაშიკო? მიყვრხარ ჩემო ლაშიკო.... სულ მიყვარხარ ჩემო ცაო" - წერს მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში და მეუღლის, ლაშა ბასლანძის ძველ პოსტებს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ლაშა ბასლანძეს სამშაბათს, 4 ნოემბერს დაკრძალავენ. ინფორმაცია რესტორან "ქვევირს" ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"სამძიმარი: კვირას და ორშაბათს - დიღომი 7, ოლა სოლოღაშვილის I შესახვევი.
გამოსვენება სამშაბათს, საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან, 14:00 საათზე" - ნათქვამია ინფორმაციაში.
რესტორან "ქვევრის" მეპატრონისა და მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შესახებ ცნობა 27 ოქტიმბერს გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ის იტალიაში დაიღუპა.