ვრცელდება ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი კადრები - "ციხეშია გასაშვები, მანქანის პატრონს უნდა ჩამოერთვას მართვის მოწმობა"
"კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა, საბედნიეროდ არავინ დაღუპულა... იარეთ ფრთხილად!" - ვიდეოს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" აქვეყნებს.
ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"მანქანებს შორის ძრომიალმა ეგრე იცის. თან როდესაც ნაკადთან შედარებით გაცილებით დიდი სიჩქარე გაქვს. ბევრი გამოუცდელი დადის ავტო და მოტო ტრანსპორტით, ამიტომ როდესაც სარგებლობ ისეთი ტრანსპორტით, რომელიც დიდი რისკის შემცველია, ცოტა ფრთხილად უნდა იარო. ეგეც სამწუხაროდ ერთგვარი გამოცდილებაა და შემდგომისთვის ფრთხილად ივლი....
დიდი სიჩქარით სირბილი მანქანებს შორის წარმოადგენს ყოველთვის საფრთხეს, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც10 მანქანიდან 3 დამრღვევია, აშკარად ავტომობილის ბრალია, მაგრამ ყველა უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს...
მადლობა უფალს რომ გადარჩი. რატომ რისკავთ შვილო სიცოცხლის ფასად. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს...და რაც მთავარია, დედებს...
ლამის დაღუპა ბაიკერი. აი, ეგრე ვინც არღვევს, უნდა ჩამოერთვას სამუდამოდ მართვის მოწმობა და მინიმუმ 10 წელი არ უნდა მისცე თავიდან ჩაბარების უფლება და ეგდოს სახლში და იაროს ფეხით!!!!
რას გეტყვით იცით, იმ მანქანის პატრონს უნდა ჩამოერთვას მართვის მოწმობა. მოტოს რომც არ დაეშავებინა, სად გადმოდიოდა ის მანქანა როცა კოლონა მოძრაობს.
ორმაგ ხაზზე გამოდიოდა ეგ მანქანა. ციხეშია გასაშვები ტიპი..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.