loader

"22 ნოემბერს უნდა ყოფილიყო ჩვენი ქორწილი, მაგრამ არ დაგვცალდა" - ვრცელდება უმძიმესი ავარიის ამსახველი კადრები: ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"22 ნოემბერს უნდა ყოფილიყო ჩვენი ქორწილი, მაგრამ არ დაგვცალდა" - ვრცელდება უმძიმესი ავარიის ამსახველი კადრები: ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმი, 31 ოქტომბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ზურა ჩხაიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ჯგუფში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ბიჭი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, ადგილზე გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში ავარიის ამსახველი ვიდეოკადრებიც ვრცელდება.

"ეს არის ჩვენი სოფლი მწუხარება... უკრაინელი დაეჯახაო. რა სიხარული ჰქონდათ, რძალი მომყავსო, მამაშენი იძახდა. ისე უხაროდა და ეს რა დამართეს, წაგვართვეს ჩვენი ზურა, კეთილი ადამიანი. ნათელი შენს სულს ზურა ჩხაიძე...

ჩემი მეზობელი იყო, 22 ნოემბერს ქორწილი ჰქონდა. დაიმსო ოჯახი. ერთი ბიჭი ჰყავდა, რა ოჯახის შვილი იყავი ზურიკო...

უკრაინელი გოგო დაეჯახა. მეც იქ ვიყავი და როგორც იქ თქვეს, მანქანის მძღოლის ბრალი იყო...

ძალიან სამწუხაროა, ვუსამძირებ ოჯახს.. მეც შევესწარი მაგ ავარიას. ძალიან ძლიერი შეჯახება იყო. როგორც ჩანდა...

მეც შევესწარი, პოლიციელს ვკითხე, მძიმედააო თქვა! რა სამწუხაროა ასეთი ახალგაზრდის ასე დაღუპვა. ოჯახს გამძლეობა მისცეს ღმერთმა...

საშინელებაა, ის რაც მოხდა!! ისეთი, ადგილია შუქნიშანიც კი არ არის!! გიჟებივით დადიან, გზასაც კი არ გითმობენ! უკვე მერამდენე ახალგაზრდა დაიღუპა. ვუთანგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. ნათელი და სანთელი მის ლამაზ სულს!!

ეს იყო საშინელება! ჩემ თვალწინ მოხდა, არ გამომდის გონებიდან არც ის გოგონა, რომელსაც შეეჯახა და არც ეს საწყალი…." - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

პოსტს სოციალურ ქსელში დაღუპულის საცოლეც გამოეხმაურა:

"კი, 22 ნოემბერს უნდა ყოფილიყო ჩვენი ქორწილი, მაგრამ არ დაგვცალდაა...

ჩემო თბილო და ტკბილო ზურა, ეს რა გვიქნეს, როგორ დამტოვეს უშენოდ. ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო, როგორი ტკბილი იყავი და როგორი მწარე გახდი, ჩემო სიყვარულოო რატომ მიმატოვე ასე..."

571479485-1504284180823918-2438144202262929607-n-1762026839.jpg