loader

“გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლა 2 ძაღ­ლი” - ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ორი ძაღლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლა 2 ძაღ­ლი” - ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ორი ძაღლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა პირს, რო­მელ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლა ორი ძაღ­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

„პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე, რა­მაც მათი და­ღუპ­ვა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ქ. ყვა­რელ­ში 31 ოქ­ტომ­ბერს და 01 ნო­ემ­ბერს ბრალ­დე­ბულ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლა 2 ძაღ­ლი.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (ცხო­ვე­ლის წა­მე­ბა ან მის­და­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა, რა­მაც მისი და­ღუპ­ვა გა­მო­იწ­ვია - 2 ეპი­ზო­დი), წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.