loader

"კარგია, კარგია, კარგია" - რა იმალება ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზის მიღმა და ვინ არის “ზურა ბიძია”, რომლის “Tik-Tok” კონტენტი ძირითადად ბავშვებთან კომუნიკაციაზეა აგებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგია, კარგია, კარგია" - რა იმალება ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზის მიღმა და ვინ არის “ზურა ბიძია”, რომლის “Tik-Tok” კონტენტი ძირითადად ბავშვებთან კომუნიკაციაზეა აგებული

"კარგია, კარგია, კარგია" - რა იმალება ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზის მიღმა და ვინ არის ადამიანი, რომელმაც ამ ერთი სიტყვის გამეორებით ათიათასობით ბავშვის ყურადღება მიიქცია? ზურაბ კენჭიაშვილს, რომელიც სოციალურ ქსელში ცნობილია, როგორც "ზურა ბიძია", მშობლების საჩივრების საფუძველზე ახლა პოლიციელების კითხვებზე პასუხის გაცემა უწევს.

ტიკტოკერი მამაკაცის კონტენტი ძირითადად ბავშვებთან კომუნიკაციაზეა აგებული. მოქმედება ხშირად სკოლის ტერიტორიაზე ან მის სიახლოვეს ხდება. პოზიციონირებსროგორც "კეთილი ბიძა", პატარებს ასაჩუქრებს, ყიდულობს ტკბილეულს, უღებს ერთი შეხედვით სახალისო ვიდეოებს, თუმცა მშობლების ნებართვის გარეშე.

"რუსთავი 2"-ს სწორედ მშობლებმა მოგვმართეს, რომლებმაც საკუთარი შვილები ტიკტოკერის გვერდზე შემთხვევით აღმოაჩინეს. რეპორტაჟის მომზადებისას შევეცადეთ ჩაგვეწერა ინტერვიუ ზურა კენჭიაშვილთან, თუმცა მან ეს არ ისურვა.

"ზურა ბიძიას" სახელით ზურაბ კენჭიაშვილმა პოპულარობა, განსაკუთრებით ბავშვებში მოიპოვა.ის უღებს ვიდეოებს არასრულწლოვნებს და ხშირ შემთხვევაში ინტერნეტში მშობლის თანხმობის გარეშე ავრცელებს. ასევე მშობლისგან მალულად ყიდულობს პატარებს ტკბილეულს. გარკვეული დავალების შესრულების სანაცვლოდ ჩუქნის სპორტულ ინვენტარსაც. ბავშვებთან კომუნიკაციისთვის მიდის სკოლებშიც, სადაც ხშირად ექმნება პრობლემა ადინისტრაციასთან.

ბავშვების ვიდეოების გარდა სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე დებს ჩასასვენებელი სასახლეების რეკლამებსაც.

რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ვიდეო, სადაც მაცივარ-ჩასასვენებელში არასრულწლოვანი იწვა. რადგან ნეგატიური კომენტარები დაიმსახურა, ვიდეო მალევე წაშალა და მოგვიანებით განმარტება გააკეთა.

"ზურა ბიძია" იგივე პლატფორმაზე, სადაც მისი გამომწერებისუმრავლესობა არასრულწლოვანია, იწყევლება და იგინება კიდეც.

კუბოს თემატიკას იყენებს სკოლების დაცვის თანამშრომლებთან ჩხუბის დროსაც, როდესაც ადმინისტრაცია ბავშვების გადაღებისას და საგაკვეთილო პროცესში ხელის შეშლისას წინააღმდეგობას უწევს.

ვიდეოების კომენტარებში ჩნდება კითხვები - ვინ არის "ზურა ბიძია"? რა მიზანი აქვს და არღვევს თუ არა ის ბავშვების უფლებებს? ამ კითხვებით სამართალდამცველებიც დაინტერესდნენ.

ბავშვთა უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთოს.

კანონმდებლობით დაცული ბავშვთა საუკეთესო ინტერესის გარდა არსებობს მორალური მხარეც, რომლის გათვალისწინებითაც ზურაბ კენჭიაშვილის ქმედებები გაუმართლებელია ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის.

სპეციალისტები ბავშვების ფსიქოლოგიური ტრავმირების საფრთხეზეც საუბრობენ.

რა მიზანი ამოძრავებს "ზურა ბიძიას?" თავად მთავარ კითხვაზე "კურიერი P.S"-ს პასუხი არ გასცა.

პოლიციმ ზურა ბიძია უკვე გამოკითხა და გააფრთხილა, მოკვლევა დაწყებულია. ახლა სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ, არღვევს თუ არა "ზურა ბიძია" ბავშვების უფლებებს, მშობლებმა კი მოუწოდონ ბავშვებს, შეზღუდონ კომუნიკაცია უცნობებთან.