"წამიყვანა მეზობელმა ტაქსისტმა პოლიკლინიკაში...რაც კარგია კარგია, ოღონდ არავინ იცის ამის შესახებ..."- რას ჰყვება რომან გოცირიძე?
რომან გოცირიძე გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
"გრიპის უფასო აცრა დაიწყო ნებისმიერი ასაკის მოქალაქეებისათვის.
რაც კარგია, კარგია, ოღონდ არავინ იცის ამის შესახებ, არც რეკლამას უწევს მთავრობა.მორცხვობენ, ანტივაქსერების ეშინიათ ალბათ.
წამიყვანა მეზობელმა ტაქსისტმა პოლიკლინიკაში. რიგიც კი არაა. ავიცერი, ვეუბნები ნაცნობ მძღოლს, კაციშვილი არაა, ასლარიანი აცრა უფასოდაა, შედი მეთქი.
არაო, საშიშიაო. გრიპი რომ დაგემართება და ათი დღე მოცდები მეთქი? მასე მირჩევნიაო. ასეა ჩვენი საქმე.
ტაქსისტი ამას ვერ წაიკითხავს, ტიკ-ტოკშია მხოლოდ. " - წერს რომან გოცირიძე.