"მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები" - ბრიფინგი სუს-ში: დაკავებულია 2 პირი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაპირებისთვის, სანაცვლოდ კი თანხის მოთხოვნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვიდეო: "რუსთავი 2"