„ვინმემ არ გაბედოს და დაგვაბრალოს, რომ რადგან ჩვენ მუნი გვქონდა, სხვას გადავდეთ...“ - ქეთი ქველაძე მიმართვას ავრცელებს
ვლოგერი ქეთი ქველაძე ქვეყანაში გავრცელებულ დაავადებას, მუნს ეხმაურება და განმარტავს, რომ მის ოჯახსაც ჰქონდა, თუმცა, იმკურნალეს და გადადებით არავისთვის გადაუდიათ.
„მუნზე ერთი ამბავია ამტყდარი. მე როცა გავბედე და ვთქვი, მუნი გვაქვს მეთქი, მაშინ დაგვცინეს და ვინც დაგვცინა, დღეს თავად ებრძვის ამას. სკოლის ჩატებში მუნის ბუმია, წერენ და წერენ. ვინმემ არ გაბედოს და დაგვაბრალოს, რომ რადგან ჩვენ მუნი გვქონდა, სხვას გადავდეთ. ბავშვები მაგის გამო, 3 კვირა არ მიტარებია სკოლაში. ისეთი მშობელი არ ვარ, რომ სხვის ჯანმრთელობაზე არ ვფიქრობდე. 32-ე სკოლაში თუ დადასტურდა მუნი, აბა ვინმემ გამიბედოს და მითხრას, შენმა ბავშვმა გადაგვდოო. ჩვენ მუნი აღარ გვაქვს!“ - წერს ქეთი ქველაძე.