loader

ვრცელდება დაუჯერებლი კადრები - "ფეშენებელური" სათბური მიწის ქვეშ კანაფის მოსაყვანად - შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება დაუჯერებლი კადრები - "ფეშენებელური" სათბური მიწის ქვეშ კანაფის მოსაყვანად - შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი - 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.რ. და­ა­კა­ვეს.

მას ბრა­ლი ედე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა - შე­ნახ­ვა­ში, ასე­ვე, უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნა­ში.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ რ.რ.-ს, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვეთ­ში, ფა­რუ­ლად, მი­წის სიღ­რმე­ში მო­წყო­ბი­ლი ჰქონ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სათ­ბუ­რი, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნას ახ­დენ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ჩხრე­კი­სას პო­ლი­ცი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით - 283 ძირი მცე­ნა­რე "კა­ნა­ფი“ და 3 კი­ლოგ­რა­მამ­დე გა­მომშრა­ლი “მა­რი­ხუ­ა­ნა“ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის და­ფა­სო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი, წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტე­ბი და ელექტრო სას­წო­რი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 260 კვარ­ტა და 265 პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.