loader

ვინ არის ცნობილი ქართველი მოდელი, რომლის მეუღლე შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა - ინტერიერის დიზანიერს მიწის ქვეშ მოწყობილ, "ფეშენებელურ" სათბურში კანაფი მოჰყავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ცნობილი ქართველი მოდელი, რომლის მეუღლე შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა - ინტერიერის დიზანიერს მიწის ქვეშ მოწყობილ, "ფეშენებელურ" სათბურში კანაფი მოჰყავდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 11 ნო­ემ­ბერს, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, საქ­მე ეხე­ბა ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნერს, რატი რა­ტი­ანს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლის, ყო­ფი­ლი "მის სა­ქარ­თვე­ლო" თამ­თა შე­და­ნი­ას მე­უღ­ლეა.

ბრალ­დე­ბა უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­კა­ვე­ბულს ბრა­ლად ედე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა, უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა, და ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნა.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 260 კვარ­ტა და 265 პრი­მა მუხ­ლე­ბი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­ჯე­ლის სა­ხით 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ დად­გინ­და, რომ რატი რა­ტი­ანს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვეთ­ში, ფა­რუ­ლად, მი­წის სიღ­რმე­ში ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სათ­ბუ­რი, სა­დაც ის უკა­ნო­ნოდ ახ­დენ­და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნას.

ტე­რი­ტო­რი­ის ჩხრე­კი­სას პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო:

283 ძირი მცე­ნა­რე „კა­ნა­ფი“.

3 კი­ლოგ­რა­მამ­დე გა­მომშრა­ლი „მა­რი­ხუ­ა­ნა“.

ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის და­ფა­სო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი, წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტე­ბი და ელექტრო სას­წო­რი.

vvvvv-1763013518.jpg