loader

აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

პარლამენტთან შეკრებული პროტესტის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მიზანია, თბილისის ვიწრო ქუჩებში მსვლელობები, რათა ყველას გააგებინონ პროტესტის ხმა.

მათივე თქმით, ბევრი ფორმა არსებობს იმისათვის, რომ გამოხატონ პროტესტი მშვიდად და თქვან სათქმელი.

“საჭიროა ხანგრძლივი პროტესტი და ძალების გადანაწილება”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.