loader

"ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი მხარ­და­ჭე­რა სწო­რედ მა­შინ არის, როცა შე­დე­გი იმე­დის გა­მარ­თლე­ბას ვერ ახერ­ხებს" - რას წერს გიორგი მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი მხარ­და­ჭე­რა სწო­რედ მა­შინ არის, როცა შე­დე­გი იმე­დის გა­მარ­თლე­ბას ვერ ახერ­ხებს" - რას წერს გიორგი მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ?

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თვის სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გით დას­რულ­და. "ჯვა­როს­ნე­ბი" ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბოლო, მე­ექ­ვსე ტურ­ში სტუმ­რად ბულ­გა­რეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და ან­გა­რი­შით 2:1 და­მარ­ცხდნენ. ამ შე­დე­გით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი 3 ქუ­ლით, მე­სა­მე ად­გილ­ზე და­ას­რუ­ლა და 2026 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­შის შან­სი და­კარ­გა.

მარ­ცხის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რემ, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და გულ­შე­მატ­კი­ვარს მი­მარ­თა:

"ამ თა­მა­შე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე კარ­გად იგ­რძნო­ბა, რა ბევ­რს ნიშ­ნავს ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში დგო­მა.

ფეხ­ბურთში გა­მარ­ჯვე­ბა ყო­ველ­თვის ჩანს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი მხარ­და­ჭე­რა სწო­რედ მა­შინ არის, როცა შე­დე­გი იმე­დის გა­მარ­თლე­ბას ვერ ახერ­ხებს.

ჩვენ ერ­თად ვქმნით იმ ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მო­გე­ბე­ბით არ იწე­რე­ბა და სწო­რედ ასეთ მო­მენ­ტებ­ში ჩანს, ვინ დგას გუნ­დის გვერ­დით ბო­ლომ­დე.მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც დღე­საც, გუ­ში­ნაც და ხვა­ლაც ჩვენს უკან დგას და იდ­გე­ბა.

წინ კი­დევ დიდი გზაა და ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რომ ეს გზა გა­მარ­ჯვე­ბე­ბით გა­ვაგ­რძე­ლოთ.თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა­ზე დიდ ძა­ლას გვაძ­ლევს...“