"2026 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა" - კახა კალაძის თქმით, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი 2 082 482 000 მლრდ ლარს შეადგენს
მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია საკრებულოში. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათას ლარს, რაც შარშანდელთან შედარებით, თითქმის 100 მილიონი ლარით მეტია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტი გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიის გაუმჯობესება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა.