თბილისში 7,5 კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის და დეპოს ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება - სად გაივლის ახალი სატრანსპორტო ხაზი
2026 წლის ბოლოსთვის დიდი დიღმიდან მეტრო/სადგურ „დიდუბის“ მიმართულებით ტრამვაის ხაზის მშენებლობის პროექტი დასრულებული იქნება, - ამის შესახებ ირკვევა თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიიდან.
დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ტრამვაის ხაზის და დეპოს ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება. ჯამში ამ მიმართულებით 2026 წელს 30 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„დაგეგმილია დიდი დიღმიდან მეტრო/სადგურ „დიდუბის“ მიმართულებით 7,5 კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის (ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს) და დეპოს ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესრულება Design-Build (DB) მეთოდით“, - აღნიშნულია დოკუმენტში. განაგრძეთ კითხვა...