loader

მარიტა ბარამიძე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარიტა ბარამიძე მიმართვას ავრცელებს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარ­ტა ბა­რა­მი­ძეს, რომელიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი პრო­ექტ "მას­ტერ­შე­ფი­დან" და სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გახ­და, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორც მარ­ტა ბა­რა­მი­ძის ახლობელი ამბობს, მარტას თავის ტვინში, სადაც ზაფხულში ჰქონდა ამოკვეთილი სიმსივნური წარმონაქმნები, ხელახლა განვითარდა ახალი წარმონაქმნები და პერიოდულად სკდება ზოგი, რის შედეგადაც გონებას კარგავს.

ცოტა ხნის წინ მარიტა ბარამიძემ მიმარათვა გაავრცელა:

"ძვირფასო ადამიანებო. ახლა მეგობრების ოჯახში ვარ სადაც ვრჩები და ვცხოვრობ. კვლევებს და დიაგნოზს დავდებ რამდენიმე დღეში. ხვალ დამატებით კვლევებზე მივდივარ. დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის და თქვენი უსაზღვრო კეთილშობილებისთვის. თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა ძალიან მაძლიერებს. რამდენიმე დღეში უფრო დეტალურად მიგაწვდით ჩემს მდგომარეობაზე ინფორმაციას," - წერს მარიტა.