"კანალიზაცია მოსჩქეფს... ერთი კვირაა ეს ამბავია, დავიხრჩეთ სუნით, სახლებში ვეღარ შევსულვართ ქვედა ქუჩებზეც ხომ მოდის ეს მდინარე" - რა ვიდეოკადრებს ავრცელებს მოქალაქე მთაწმინდის რაიონიდან
მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ მთაწმინდის რაიონში, მოსიძის ქუჩაზე კანალიზაციის მილი დაზიანებულია და გზაზე ნარჩენები მიედინება. მოქალაქე ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს.
"მოსიძეზე, ბესიკის ბაღთან ჯერ ხომ ვერ მოგვარდა ამ ლიუკის პრობლემა, ყოველ რამოდენიმე თვეში კანალიზაცია მოსჩქეფს. ამჯერად ერთი კვირაა ეს ამბავია, დავიხრჩეთ სუნით, სახლებში ვეღარ შევსულვართ ქვედა ქუჩებზეც ხომ მოდის ეს მდინარე. გვიშველეთ რაღაცა..." - წერს მოქალაქე.