მოკლული გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს
მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოცოიალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"სასამართლო პროცესის შესახებ გვეკითხება უამრავი ადამიანი.
ამიტომ, აქ გიპასუხებთ ყველას.
უპირველესად, უდიდესი მადლობა თანადგომისთვის. იცოდეთ, თქვენ ნამდვილად ღირსეულ ახალგაზრდას უჭერთ მხარს და ამით იცავთ კიდეც თქვენი შვილების უსაფრთხო მომავალს.
რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა წინა სასამართლო განხილვა.
არ ვაპირებ სასამართლო პროცესებზე სიარულს, რადგან არ ვაღიარებ წაყენებულ ბრალს და ამ მასკარადში მონაწილეობას არ მივიღებ!
თუმცაღა, როცა მე დამიბარებს მოსამართლე, იმ სხდომაზე აუცილებლად მივალ, შეგატყობინებთ ყველას და თქვენი თანადგომის განუსაზღვრელად დიდი იმედი მაქვს.
ეზოში იყო ,, ბლატნოი არასრულწლოვანთა ბანდა", მანდატურებს ეჩხუბნენ კიდეც!
რაც შეეხება დღევანდელ სხდომას,
1) მკვლელების მხარემ გირაოს სახით 10000-10000 ლარად მოითხოვა მკვლელთა თავისუფლება! (რაც არ დააკმაყოფილა სასამართლომ)
2) ყველა მტკიცებულება დატოვეს სადავო.
3) საქმის გამოძიება გრძელდება" - წერს კუპატაძე.