"დადასტურდა, რომ BBC-ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს" - ალექსანდრე დარახველიძე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი, შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს - დადასტურდა, რომ BBC- ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სუს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის შესაბამისად იმოქმედა.