loader

„ჩემი გულით“ - ნათია დუმბაძის ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ჩემი გულით“ - ნათია დუმბაძის ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართა

ნათია დუმბაძემ საზოგადოებას ახალი სიმღერა და კლიპი წარუდგინა. პრეზენტაცია, რომელსაც შოუბიზნესის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ARDE-ს სივრცეში გაიმართა.

სიმღერას „ჩემი გულით“ ჰქვია და მის შექმნაზე ლაზარე ადამიამ და თემო საჯაიამ იმუშავეს.

ნათია დუმბაძე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მომღერალია, რომელიც სხვადასხვა დროს მუსიკალურ მეგაპროექტებში მონაწილეობდა. ის ბავშვობიდან მღერის და დღემდე აქტიურად არის ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში.