Apple-ს პირველი კომპიუტერი 370 000 დოლარად გაიყიდა
სტივ ჯობსის კორპორაციის მიერ შექმნილი პირველი პერსონალური კომპიუტერი Apple-1 370 000 დოლარად გაიყიდა.
უნიკალური კომპიუტერი Sotheby's-ის აუქციონზე კერძო კოლექციონერმა შეიძინა. Apple-1 ერთ-ერთია 50 კომპიუტერიდან, რომელიც დღემდე შემორჩა. აუქციონის სახლის ინფორმაციით, კომპიუტერი კვლავ მუშა მდგომარეობაშია.
Apple-1-ის გარდა, აუქციონზე Apple-ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის ჩანაწერები გამოიტანეს. ბიზნესმენის ხელნაწერები აუქციონზე 27 500 დოლარად გაიყიდა. მათი თავდაპირველი ღირებულება 15 000 დოლარი იყო.
Apple-1 პირველი პერსონალური კომპიუტერია. 1976 წლიდან 1977 წლამდე მანქანის სულ 200 ეგზემპლარი ააწყვეს.
კომპიუტერი, რომელიც ჯობსის პარტნიორმა სტივ ვოზნიაკმა შექმნა, 1 მგჰ-იანი სიხშირის პროცესორით და 4 კბ-იანი ოპერატიული მეხსიერებით იყო აღჭურვილი.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე