"მეტირება... წერილი, რომელიც დედამ 4 წლის წინ დამიწერა, სანამ საღ აზრზე იყო! შემთხვევით აღმოვაჩინე" - ემიგრანტი ანა ბარბაქაძე, რომელიც დემენციის დიაგნოზის მქონე დედასთან ერთად კანადაში ცხოვრობს, ემოციურ კადრებს აქვეყნებს
"წერილი წარსულიდან - წერილი, რომელიც დედამ კანადაში ჩამოსვლამდე დაახლოებით 4 წლის წინ დამიწერა, გუშინწინ შემთხვევით აღმოვაჩინე" - ამის შესახებ ანა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ანა ბარბაქაძე კანადაში შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც დემენციის დიაგნოზი აქვს. ანა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც გულწრფელად ჰყვება თავის ცხოვრების შესახებ.