loader

შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენის პროცესი დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენის პროცესი დაიწყო

შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენის პროცესი დაიწყო. იმ პირთა ნაწილს, რომლებსაც მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე აესახათ, რომ მოწმობის სტატუსი გააქტიურებულია.

აღდგენილია თუ არა მართვის მოწმობა, აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (publicdecisions.police.ge) აისახება. პროცესის დასრულება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს.

ცნობისთვის, პირი, რომელზეც აღნიშნული სამართლებრივი შეღავათი გავრცელდა, ვალდებულია, ვებგვერდზე გადაამოწმოს ინფორმაცია მართვის უფლების აღდგენის თაობაზე.

გადამოწმებისთვის ორი ალტერნატიული მეთოდით მოქმედებს:

პირადი ნომრის და პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომრის მითითებით;პირადი ნომრის და საჯარიმო ქვითრის/ოქმის/დადგენილების ნომრის მითითებით.ამასთან, პირი ვალდებულია, მხოლოდ მას შემდეგ მართოს სატრანსპორტო საშუალება, რაც დარწმუნდება, რომ საქართველოს შინაგან სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე აისახა მისი მართვის მოწმობის გააქტიურებული სტატუსი. განაგრძეთ კითხვა