loader

"დაღუპულია სამი ბავშვი, ერთ პირს ამ დრომდე ეძებენ - მძღოლმა თოვლისა და ლიპ-ყინულის გამო ავტომობილის გაკონტროლება ვერ შეძლო და არხში გადავარდა" - ტრაგედიის დეტალები თურქეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაღუპულია სამი ბავშვი, ერთ პირს ამ დრომდე ეძებენ - მძღოლმა თოვლისა და ლიპ-ყინულის გამო ავტომობილის გაკონტროლება ვერ შეძლო და არხში გადავარდა" - ტრაგედიის დეტალები თურქეთიდან

თურქეთში, შანლიურფას პროვინციის ჰარანის რაიონში, სარწყავ არხში გადავარდნილი მანქანა იპოვეს, რომელშიც სამი ბავშვის ცხედარი იყო. ავტომობილის მძღოლის სამძებრო სამუშაო გრძელდება.

თურქული მედიის ინფორმაციით, მძღოლმა თოვლისა და ლიპ-ყინულის გამო ავტომობილის გაკონტროლება ვერ შეძლო და არხში გადავარდა. მათივე ცნობით, ავტომობილიდან დაღწევა ორმა ადამიანმა შეძლო, თუმცა ერთი ზრდასრული და სამი ბავშვი მანქანაში ჩარჩნენ.

შემთხვევის შემდეგ, ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო და საპოლიციო ბრიგადები იყო მობილიზებული. სპეციალური ტექნიკის დახმარებით ავტომობილი არხიდან ამოიღეს, თუმცა მძღოლის პოვნა ვერ მოხერხდა. ავტომობილში 3 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.