სოფო ბედიას მიერ შესრულებულ სიმღერას - "პრისონერას" დიდი გამოხმაურება მოჰყვა - რას წერს მომღერალი სოციალურ ქსელში?
მომღერალმა სოფო ბედიამ საახალწლოდ, ტელეკომპანია "იმედის" სატელევიზიო ეთერში სერიალიდან "გრძნობათა ტყვეობაში" სიმღერა "პრისონერა" შეასრულა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"დიდი მადლობა მეგობრებო. ყველას სათითაოდ მინდა გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა.
მესამე დღეა, მიხარია ასეთი გამოხმაურება, თუ სოციალურ ქსელში თუ პირად ზარებში.
გავიხსენეთ ძველი დრო, ყველა მონაწილეს ჩემგან დიდი პატივისცემა და სიყვარული.
მადლობა ტვ იმედს, პრაიმშოუს, შემოქმედებით ჯგუფს ასეთი "პერფორმანისისთვის"!
გილოცავთ დამდეგ შობას, დაე, ყველას გულში იშვას უფალი იესო ქრისტე გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი" - წერს სოფო ბედია.