loader

გენერალურ პროკურატურასთან გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გენერალურ პროკურატურასთან გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

გენერალურ პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

გიგა ავალიანის დედა, ეკატერინე კუპატაძე საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ბოლომდე იბრძოლებს, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას ითხოვენ.

როგორც ოჯახის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარდება და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 17 იანვარს, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც შიმშილობას დაიწყებს გარდაცვლილის დედა, ეკა კუპატაძე. ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, აქციები გაიმართება არა მხოლოდ გენერალურ პროკურატურასთან, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც. განაგრძეთ კითხვა>>>

ვიდეო: "TV პირველი"