loader

"ძალიან არ მინდა ვინმემ ჩემს გამო ნაცობა დაგაბრალოთ, ამან კი თქვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა დააზიანოს" - ნანუკა ჟორჟოლიანი მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან არ მინდა ვინმემ ჩემს გამო ნაცობა დაგაბრალოთ, ამან კი თქვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა დააზიანოს" - ნანუკა ჟორჟოლიანი მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს მიმართავს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს მიმართავს:

"ყველა აქციაზე თქვენს გვერდით ვიდგებოდი, მაგრამ ძალიან არ მინდა ვინმემ ჩემს გამო ნაცობა დაგაბრალოთ, ამან კი თქვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა დააზიანოს. თუ რამე შემიძლია იცოდეთ თქვენს გვერდით ვარ!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი,

ცნობისთვის,გუშინ საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებამ მზაობა გამოთქვა, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.