loader

დამწვარია 300 კვადრატული მეტრი სარესტორნო ფართი - თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამწვარია 300 კვადრატული მეტრი სარესტორნო ფართი - თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

მისივე თქმით, ხანძარი გაჩნდა სავარაუდოდ, სარესტორნო ფართში.

"ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შეტყობინების შემდეგ, დაახლოებით, 5 წუთში გამოცხადდნენ სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17-ი სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა. დაშავებული არავინ არ არის, დამწვარია სარესტორნო ფართის 300 კვადრატი. სავარაუდოდ, ხანძარი სარესტორნო ფართში გაჩნდა",- განაცხადა მღებრიშვილმა.

ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.