რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოზე, სანამ მას სხდომათა დარბაზშივე დააკავებდნენ - ადვოკატის განცხადება
ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით.