რა უნდა იცოდეთ, თუ ბინას აქირავებთ და მდგმურმა "ბინაში ჩაწერა" გთხოვათ?
საკეტის გამოცვლა, ბინაში კომუნალურების გამორთვა თუ სასამართლოში დავის დაწყება?! უძრავი ქონების მეპატრონეები ხშირად ჩივიან, რადგან გაქირავებულ ბინას ან უკან ვერ იბრუნებენ ან სასამართლო დავაში ენერგიასა და დიდ დროს ხარჯავენ.
ბოლო დროს კი კითხვები უცხოელი მდგმურების მისამართით ჩნდება, ისინი მეპატრონეებს ხშირად სთხოვენ საცხოვრებელ სახლში ჩაწერის ნებართვას, სტუნდეტური ვიზის გახანგრძლივების მიზნით.
იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება საფრთხისშემცველი და როგორ დავიცვათ თავი მსგავი გამოცდილებისგან ამ კითხვით ადვოკატ აკაკი ჩარგეიშვილს მივმართეთ?
ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის, ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა, კანონში არსებული ხარვეზის გამო კი ბინის მეპატრონეთა უფლებები სრულად დაცული არ არის.
გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები აწესრიგებს, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალა.
ბინაში რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, მოქირავნეს უჩნდება კანონიერი ყოფნის უფლება, არაკეთილსინდისიერი მოქალაქეები, კი ამ დროს ხშირად ბინის დატოვებაზე უარს აცხადებენ
დღევანდელი მოცემულობით, გამოსახლების პროცესში პოლიცია აღარ მონაწილეობს, შესაბამისად ერთადერთი გზა სასამართლოში ჩივილია, ამ ინსტიტუციაში კი საქმეები ჭიანურდება.