loader

ვინ არის მამაკაცი, რომლის უზადოდ შესრულებულმა „კახეთო“-მ სრულიად ინტერნეტ სივრცე სასიამოვნოდ გააოცა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მამაკაცი, რომლის უზადოდ შესრულებულმა „კახეთო“-მ სრულიად ინტერნეტ სივრცე სასიამოვნოდ გააოცა?

ვინ არის მამაკაცი, რომლის უზადოდ შესრულებულმა „კახეთო“-მ სრულიად ინტერნეტ სივრცე სასიამოვნოდ გააოცა? – როგორც ირკვევა, მომღერალი მამაკაცი ედო არზუმანოვია, რომელიც წარსულში ერთ-ერთ კომპანიაში სტიუარდად მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ის ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში მუშაობს. სწორედ იქ გადაიღო თანამშრომელმა ედო არზუმანოვი სიმღერის დროს და ვიდეო კი ტიკ-ტოკ სივრცეში გაავრცელა. დღეს მას ათასობით გამოხმაურება აქვს. კომენტარებში ახალბედა მომღერალს ცნობილი მომღერალი გელა დონაძეც გამოეხმაურა.

„ეს კარგი კაცი მინდა გავიცნო, შემახვედრეთ თუ შეიძლება?“ – წერს მომღერალი.

ედო არზუმანოვის მიერ შესრულებულმა „კახეთო“-მ უამრავი ადამიანი სასიამოვნოდ გააოცა: „ამას სამზარეულოში რა უნდა – გაიყვანეთ დარბაზში და ამღერეთ“, „სასწაული კაცია, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც შეუძლია“,„ყველამ უნდა იცნობდეს ამ ადამიანს“, „ხალხნო, თქვენც ის გესმით, რაც მე? რა შესრულება, რა სუნთქვა!“, - უწერენ კომენტარებში ედო არზუმანოვს.