loader

ინტერნეტსივრცეში უმძიმესი ვიდეო ვრცელდება -"გვამები ქრება, მომიტინგეებს პირდაპირ მკერდში ესვრიან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტერნეტსივრცეში უმძიმესი ვიდეო ვრცელდება -"გვამები ქრება, მომიტინგეებს პირდაპირ მკერდში ესვრიან"

ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ახალგაზრდა ირანელი კაცის ვიდეომიმართვა მსოფლიოსთვის. ის ამჟამად თურქეთში იმყოფება და იმ მძიმე ვითარებას აღწერს, რომელიც მის სამშობლოშია.

"ირანის გარეთ მყოფ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, თუ რამდენად მძიმეა სინამდვილეში სიტუაცია. მომიტინგეებს პირდაპირ მკერდში ესვრიან. არა გამაფრთხილებელი გასროლები. არა უბედური შემთხვევები. განზრახ". - ამბობს ის.

მისივე თქმით, დაღუპულთა რიცხვი, რომელსაც ხალხი ონლაინ ხედავს, რეალობასთან ახლოსაც არ არის.

"გვამები ქრება. ოჯახები შიშით ჩუმად არიან. ირანში მყოფ ადამიანებს საუბარი არ შეუძლიათ. გარეთ მყოფები კი ამას ვერ ხედავენ,"- ამბობს ირანელი ახალგაზრდა.