loader

ირანის საელჩოსთან აქციის ერთი მონაწილე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანის საელჩოსთან აქციის ერთი მონაწილე დააკავეს

ირანის საელჩოსთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, ერთი ადამიანი დააკავეს. ამსახველ ვიდეოს "პუბლიკა" ავრცელებს.

აქციის მონაწილე სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, რომ გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყო და პროტესტი ტროტუარზე განეგრძო, ის საავტომობილო გზიდან არ გადავიდა.

ირანის საელჩოსთან აქცია ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოსა და ირანის მოქალაქეები.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ ირანში მიმდინარე პროტესტს და ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ.

დემონსტრანტებს თან აქვთ ირანისა და საქართველოს დროშები. ასევე საპროტესტო პლაკატები წარწერით: “თავისუფლება ერებს დიქტატურისგან”; “თავისუფლება მებრძოლ ურანელ ხალხს”.

ასევე იხილეთ: თბილისში, ირანის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს