loader

ბოლო ცნობები ბიჭზე, რომელსაც ირანის რეჟიმი სიკვდილით დასჯას უპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო ცნობები ბიჭზე, რომელსაც ირანის რეჟიმი სიკვდილით დასჯას უპირებს

ირანელი აქტივისტი, ერფან სოლტანი, დღეს, სიკვდილით არ დასჯილა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ოჯახის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ირანელი დემონსტრანტის ოჯახის ცნობით, ერფან სოლტანი შესაძლოა სიკვდილით ნებისმიერ დროს დაისაჯოს.

ცნობისთვის, 26 წლის აქტივისტი გასულ ხუთშაბათს დააკავეს. ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Hengaw-ის ცნობით, ის კეზელ ჰესარის ციხეში იმყოფებოდა. ის ერთ-ერთი პირველია, ვისაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ასევე იხილეთ:რა ვითარებაა ირანში და რა შეფასებები კეთდება მსოფლიო ლიდერების მხრიდან?