ნაადრევად შეწყვეტილი ექსპედიცია - რა გახდა მიზეზი 5 თვის შემდეგ კოსმონავტების დედამიწაზე დაბრუნების და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) ევაკუირებული ოთხი ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა. მათი კოსმოსში ყოფნა „სერიოზული“ სამედიცინო პრობლემის გამო ერთი თვით შეწყდა. ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 1 აგვისტოს ჩავიდნენ იმ მოლოდინით, რომ იქ 6 თვე გაეტარებინათ. ისინი სახლში თებერვლის შუა რიცხვებში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასტრონავტები ჯანმრთელობის პრობლემის გამო ევაკუირებულნი არიან 1998 წელს სადგურის დედამიწის ორბიტაზე გაშვების შემდეგ.
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ეკიპაჟის წევრები სამედიცინო შემოწმებას გადიან.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კონტროლი რუს კოსმონავტს სერგეი კუდ-სვერჩკოვს და ეკიპაჟის კიდევ ორ წევრს გადაეცა.