loader

იულია ტიმოშენკო 761 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იულია ტიმოშენკო 761 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინელ დეპუტატსა და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს 761,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსამართლე ვიტალი დუბასმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორების შუამდგომლობა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით იულია ტიმოშენკოს პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

ანტიკორუფციულ სააგენტოებში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი კონკრეტული კანონპროექტების მხარდასაჭერად ან მათ წინააღმდეგ ხმის მისაცემად, დეპუტატებს ქრთამს სთავაზობდა.