loader

შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა და რამდენ ხანს ინარჩუნებს საყინულეში საკვები პროდუქტი ვარგისიანობას - ზაზა თელიას სასარგებლო რჩევები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა და რამდენ ხანს ინარჩუნებს საყინულეში საკვები პროდუქტი ვარგისიანობას - ზაზა თელიას სასარგებლო რჩევები

დერმატოლოგ-ვენეროლოგი, ექიმი ზაზა თელია საკვების გაყინვასთან დაკავშირებით საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს უზიარებს:

"შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა?

საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.

ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:

1. კარაქი - 6-დან 9 თვემდე;

2. ბანანი - 2-3 თვე;

3. კვერცხის ცილა ან გული - 1 წელი;

4. ყველი - გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი - 6 თვე, დაჭრილი ყველი - 3-4 თვე;

5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა - 1-2 თვე;

6. ავოკადო - 8-12 თვე;

7. მცენარეული საკვები - 6 თვე;

8. პური - გამომცხვარი - 1 თვე;არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე - 3-5 თვე;

9. რძე - 3 თვე;

10. კანფეტი - 3-6 თვე;

11. ნაჭუჭიანი თხილეული - 6 თვე ან მეტი;

12. შემწვარი მორჩენილი საკვები - ხორცეული - 2-3 თვე.ქათამი, ინდაური ან თევზეული - 4-6 თვე;

13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით - 2-3 თვე

ასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებს

შეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს," - წერს ზაზა თელია.