"ბედიას თუ დავიცავდი, ცხოვრებაში არ მეგონა... ეს რომ ბედიას ნამღერს დაუწუნებს, სატირალია ნამდვილად" - რა გამოხმაურება მოჰყვა სოფო ბედიას შესახებ დასმულ კითხვაზე ნეკა დოროყაშვილის პასუხს?
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის პოდკასტ "სარკასტიკა"-ში სტუმრობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნეკა დოროყაშვილმა გადაცემაში მის ახალ სიმღერაზე და ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
ნეკა დოროყაშვილს წამყვანებმა მომღერალ სოფო ბედიასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს - მოსწონს თუ არა მისი ნამღერი, რაზეც მან უპასუხა: "რა ქნას ექაა".
აღნიშნულის გამო ნეკა დოროყაშვილი საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა:
"ყველა ერთხმად თანხმდება, რომ სოფო ბედია მომღერალია და ეს დოროყაშვილი...
ეს რომ სიმღერაზე და სოფო ბედიას ნამღერზე კომენტარს გააკეთებს, რა სირცხვილია!
ბედიას თუ დავიცავდი, ცხოვრებაში არ მეგონა, მაგრამ ეგი ვინ ჯანდაბა ღმერთო?!
ასეთების ამბიციის ნახევარი მომცა, ქალი ვერ მაჯობებდა ქვეყნად...
დიაპაზონი იცის რა არის? საშინელებაა ადამიანი ძალადობის მსხვერპლი რომ არის, მაგრამ ეს რა ასატანია...
ეს რომ ვინმეს ვოკალზე დასცინებს...
ვაი, შე ქალო ბედია ამან როგორ უნდა შეაფასოს!!! ბედიას ერთი პირიდან ამოსული ბგერა გადაგყლაპავს შენი ხრინწიანი ფონოგრამიან ხმიანად...
ეს რომ სხვას დასცინებს... აბა ჩვენ გვკითხე შენი "გამლოკე" თუ მოგვწონს, შეგვერყა ხალხს აურა...
ეს რომ ბედიას დასცინებს ვოკალში ო მაი გად...
ბედიას ფანი არ ვარ, მაგრამ ეს რომ ბედიას დაუწუნებს ნამღერს, სატირალია ნამდვილად" - წერენ სოციალურ ქსელის მომხმარებლები.