loader

კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განუცხადა, ღუდუშაური წუხელ დააკავეს.

მისივე ინფორმაციით, დაკავებული ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.

„ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა ჩავერთე საქმეში. როგორც ვიცი, ბრალი არ აქვს წარდგენილი. საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, არ ვიცნობ. დღეს ვგეგმავ შესვლას და მონახულებას, შესაძლოა, ეს დაემთხვეს ბრალის წარდგენასაც. როგორ ვიცი, წუხელ დააკავეს“,-აღნიშნა ადვოკატმა.

34-1769498133.jpg