რიკოთის გვირაბთან ტრაილერი ამოტრიალდა - ადგილზე გზა გადაკეტილია
გავრცელებული ინფორმაციით, რიკოთის გვირაბის შესასვლელთან ტრაილერი ამოტრიალდა.
მომხდარის გამო, გვირაბი დაკეტილია და ავტომანქანებს შემოვლითი გზით უშვებენ.
პირველადი ინფორმაციით, ტრაილერის ამოტრიალების შედეგად არავინ დაშავებულა.
ვიდეო: "რუსთავი 2"