loader

"სამწუხაროდ, არასდროს შევმცდარვარ პროგნოზებში..." - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხაროდ, არასდროს შევმცდარვარ პროგნოზებში..." - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას.

სახელმწიფოს განადგურებასთან ერთად, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი, ანადგურებს ასევე სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებს. ეს სასახლეც არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, 9-წლიანი ოქროს ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო. თუ სახელმწიფო აღარ იარსებებს, პრეზიდენტის სასახლე რაღა შუაშია.

დიქტატორს და მის პატრონებს უნდათ ქართველებს დაავიწყონ, რომ სულ ახლახან ისინი იყვნენ წარმატებულები. დარწმუნებული ვარ, თუ დასცალდა გამოცვლიან დროშას, გერბს და ჰიმნსაც. სამწუხაროდ, არასდროს შევმცდარვარ პროგნოზებში" - წერს სააკაშვილი.