"40 წლის კაცმა 14 წლის გოგო გაიტაცა, ქორწინებას გეგმავდა" - რა დეტალები ხდება ცნობილი ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ დანაშაულზე?
ოკუპირებულ აფხაზეთში არასრულწლოვანი გოგონა ქორწინების მიზნით გაიტაცეს.
ამის შესახებ ekhokavkaza თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, სოხუმის პროკურატურა იძიებს მოქალაქე უზუნ-იაკუბ-ოღლუ ენვერ მეჯიდოვიჩის მიერ შეტანილ საჩივარს მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის, 2012 წელს დაბადებული უზუნ-იაკუბ-ოღლუ ნ.ე.-ს გატაცებასთან დაკავშირებით.
გამომძიებლების ცნობით, 2 თებერვალს, 14 წლის სკოლის მოსწავლემ დილის 11:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდას საშუალო სკოლის შენობა დატოვა. გარეთ მას 1986 წელს დაბადებული - 40 წლამდე მამაკაცი, მიზან ჯოპუა ელოდა.
"მან არასრულწლოვანი თავის საცხოვრებელ ადგილას, სოხუმში წაიყვანა. ჩასვლისთანავე არასრულწლოვანის ნათესავებს აცნობეს მ.ზ. ჯოპუა არასრულწლოვანზე დაქორწინების განზრახვის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, გოგონა თავდაპირველად სოხუმის პროკურატურაში გადაიყვანეს და საჭირო პროცედურული დასრულების შემდეგ, მამას გადასცეს.
გატაცებაში სავარაუდო ბრალდებული სამართალდამცავ ორგანოებს ემალება.