loader

ვინ არის ტელეკომპანია "იმედის" ახალი მფლობელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ტელეკომპანია "იმედის" ახალი მფლობელი?

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" ახა­ლი მფლო­ბე­ლი ჰყავს. ირაკ­ლი რუ­ხა­ძემ, რო­მე­ლიც აქამ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ის აქ­ცი­ე­ბის 100% -ის მფლო­ბე­ლი იყო, "იმედ­ში" წილი დათ­მო.

გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც "ჰა­ნი­ველ პარტნი­ორ­მა" გა­ავ­რცე­ლა, "იმე­დის" აქ­ცი­ე­ბის 50 % წი­ლის მფლო­ბე­ლი, შპს "პრა­იმ მე­დია გლო­ბა­ლი" გახ­და, რო­მე­ლის 100%-იან წილს, ილია მი­ქე­ლა­იშ­ვი­ლი ფლობს. "იმე­დის" აქ­ცი­ე­ბის 50%-ს მოქ­მე­დი დი­რექ­ტო­რი მაკა ლო­მი­ძე და მისი 4 მო­ად­გი­ლე გა­და­ი­ფორ­მე­ბენ.

"ჩემს პარტნი­ო­რებ­თან გრძე­ლი და და­ძა­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ყვე­ლა­ზე გო­ნივ­რუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი არის ჩვე­ნი "იმედ­თან“ დამ­შვი­დო­ბე­ბა", - წერს რუ­ხა­ძე.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" ახა­ლი მფლო­ბე­ლი ილია მი­ქე­ლა­იშ­ვილია.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, "პრა­იმ მე­დია გლო­ბა­ლი“ წლე­ბია ოპე­რი­რებს ქარ­თულ მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე და ქვე­ყა­ნა­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, არის ერთ-ერთი მზარ­დი კომ­პა­ნია. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და მრა­ვალ­თვი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი რუ­ხა­ძეს­თან და შე­დე­გად, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“ და მისი ჰოლ­დინ­გის ქვეშ შე­მა­ვა­ლი სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ამი­ე­რი­დან სწო­რედ "პრა­იმ მე­დია გლო­ბა­ლის“ სა­კუთ­რე­ბა­ში გად­მო­ვა.

ჩვენ გვაქვს დიდი გეგ­მე­ბი, რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან“, ასე­ვე მთლი­ა­ნად ჰოლ­დინგთან მი­მარ­თე­ბით. ვა­პი­რებ სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და არ­ხის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბას.

მე­ო­რე მხრივ, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ,რომ და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა არ­ხის არ­სე­ბუ­ლი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა და ჰოლ­დინ­გში მო­მუ­შა­ვე თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის უფ­ლე­ბე­ბი. ჩვენ სრუ­ლად ვი­აზ­რებთ იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ "იმე­დი“ არის უპი­რო­ბო ლი­დე­რი ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში და ჩვე­ნი მი­ზა­ნია ამ შე­დე­გის გაფრ­თხი­ლე­ბა და კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ეს არის, რაც ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, დე­ტა­ლუ­რად კი ჩვე­ნი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­რებ“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. განაგრძეთ კითხვა>>>>