"თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება" - ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
საქართველოს მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის.
შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბრიფინგამდე კობახიძე სტუ-ის რექტორსა და პროფესორ - მასწავლებლებს შეხვდა.