loader

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქმენეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ისრაელის, ერაყის, იორდანიის, ნეპალის, კოტ-დივუარის, სუდანის, ტაჯიკეთის, ფილიპინებისა და შრი-ლანკის - ჯამში 80 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.