loader

პროკურატურა ძალადობის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს - უწყება გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 5 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა ძალადობის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს - უწყება გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 5 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება

საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება.

ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა.

პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 5 ეპიზოდზე.

პროკურატურა, სხვადასხვა პირებთან ერთად, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის 5 ეპიზოდის დეტალებზე საუბრობს და ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.

ძალადობის 5 ეპიზოდიდან ხუთივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ოთხ ეპიზოდში მონაწილეობს დიმიტრი ჩიქოვანი; ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.